სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის გიორგი
ტუღუშის განცხადებით, 50-კაციანი ჯგუფი შეიქმნება,
რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგს განახორციელებს.
ამის შესახებ განცხადება, ტუღუშმა არასამთავრობო ორგანიზაციების, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების და მედიის
წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.
როგორც
ცნობილი გახდა, ჯგუფის წევრებს შეეძლებათ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლა, თავისუფლად გადაადგილება შინაგანაწესისა და პატიმრების შესხებ კოდექსის მიხედვით
და მონიტორინგის განხორციელება.
ტუღუშის
ინფორმაციით, 50-კაციანი ჯგუფის სია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
internet.ge