საფეხბურთო
გუნდებს - „დინამოსა“ და „ანჟის“ შორის მატჩის დროს მოედანზე მაყურებლის მიერ გადაგდებული რკინის
მონეტა შესაძლოა, „დინამოსათვის“ დიდი ზარალი აღმოჩნდეს.
სტადიონზე
გულშემატკივართა მიერ გადაყრილი სხვადასხვა საგნებიდან მახაჩკალის „ანჟის“ მეკარეს
ვლადიმერ გაბულოვს თავში რკინის მონეტა
მოხვდა. ამის გამო მსაჯმა თამაში შეაჩერა, გაბულოვმა კი განაცხადა, რომ საკმაოდ
ძლიერი ტკივილი იგრძნო, განსაკუთრებით კი იმიტომ შეშინდა, რომ ცოტა ხნის წინ
ტვინის შერყევა ჰქონდა გადატანილი.
გაბულოვი
გაბრაზებულია მოსკოვის „დინამოს“ გულშემატკივარზე და ამიტომ, გამორიცხული არაა,
„დინამოს“ მიმართ სანქციების დაწესებისთვისაც იბრძოლოს.
კლუბი,
შესაძლოა, მსხვილი თანხით დააჯარიმონ. მომდევნო მატჩი კი შესაძლოა, სულაც
გულშემატკივრის გარეშე - ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდეს.
Internet.ge