"სახალხო კრება" საპარლამენტო
არჩევნებში გამარჯვებულ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს პოლიტპატიმრების გათავისუფლება
დაუყოვნებლივ დაიწყოს.
როგორც "სახალხო კრების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნიული,
კრება იმედოვნებს, რომ „ახალი ხელისუფლება დაუყოვნებლივ დაიწყებს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს. სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
ნაწილი კი, სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა გათავისუფლებაა,"- ნათქვამია
განცხადებაში.
სახალხო მოძრაობის წევრები ირწმუნებიან,
რომ "სახალხო კრება" და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიები, დაარსების დღიდან პოლიტიკურ დევნას ყველაზე მეტად განიცდიდნენ.
"2011 წლის 26 მაისის შემდეგ, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით განსაკუთრებულად რეპრესირებულნი რეჟიმის მხრიდან. მიუხედავად ამისა, "სახალხო კრებას" ერთმანეთისაგან თავისი და სხვისი
პატიმარი არასოდეს განუსხვავებია და ჩვენი შესაძლებლობების
ფარგლებში
ყველა რეპრესირებულის ინტერესების დასაცავად ყოველთვის ერთნაირად ვიბრძოდით. "სახალხო კრება" მოუთმენლად ელის ახლადარჩეული პარლამენტისა და მომავალი მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებებს,
რომ უმოკლეს ვადებში დაიწყოს პოლიტიკური და უკანონო პატიმრების განთავისუფლების
და პოლიტიკური დევნილების დაბრუნების პროცესი. ამას ელიან თავად უკანონოდ დასჯილნი, მათი ოჯახის წევრები და მთელი ქართული საზოგადოება",
- აცხადებენ
"სახალხო
კრებაში".
Internet.ge