აშშ-ის რამდენიმე შტატში ერთდროულად
დაფიქსირდა მენინგიტის უიშვიათესი ფორმა, რომლის შედეგადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა,
ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 100 გადააჭარბა.
სასიკვდილო ვირუსის წყარო
უკვე ნაპოვნია.
სოკოვანი მენინგიტის
მიზეზად ტკივილგამაყუჩებელი ამპულები დასახელდა, რომელიც მთელი ქვეყნის სამედიცინო
დაწესებულებებში მასაჩუსეტსის შტატიდან მიიღეს. მომწამვლელი ინექცია დაახლოებით 13
ათასმა ადამიანმა გაიკეთა.
ამპულები უკვე ამოღებულია
გაყიდვიდან, ხოლო ვინც უკვე შეიძინა, აფრთხილებენ, რომ არ გამოიყენოს.
ამ მომენტისათვის დაავადება
აშშ-ის 9 შტატში გამოვლინდა . მენინგიტი განსაკუთრებით საშიშია სუსტი იმუნიტეტის
მქონე ადამიანებისთვის.
სიკვდილი ერთ დღეში შეიძლება დადგეს. ინფიცირებულის გადარჩენა მხოლოდ მაშინაა
შესაძლებელი, თუ პირველივე სიმპტომებისთანავე მას ანტიბიოტიკები გაუკეთდება.
პირველი სიმპტომი კი
თავის ტკივილი და ციებაა.
ყველაზე ცუდი კი ისაა,
რომ მენინგიტის ამ ფორმის ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე თვეს გრძელდება, ამიტომ
ექიმები ინფიცირებულთა რაოდენობის კრიტიკულად ზრდას ელიან.
Internet.ge