GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდების საქმიანობის გამჭვირვალობას მოითხოვს
18:37 09.10.2012
დღის სიახლეები

საია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდების საქმიანობის გამჭვირვალობას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა.

„სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ცნობილი ხდება, რომ ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ, 2010 წლის მაისში, შპს „კლუბი დივას“ ანგარიშზე ჯამში 5129 ლარი გადაირიცხა.2012 წლის მაისში საიას მიერ წარმოდგენილ იქნა ანგარიში „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა“, რომელიც თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროცესში ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მონაწილეობასაც ეხება.

ანგარიშის მიხედვით, თბილისის მთავრობამ 2005 წელში დაფუძნებულ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს 2005-2011 წლების თბილისის ბიუჯეტებიდან ჯამში 288 მილიონ ლარზე მეტი გადაურიცხა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხები ფონდს  თბილისის  რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით უნდა დაეხარჯა, საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი რჩება, კონკრეტულად რაში იხარჯებოდა წლების განმავლობაში თბილისის ბიუჯეტიდან მიღებული ასეულობით მილიონი ლარი“,- ნათქვამია განცხადებაში.

საია კიდევ ერთხელ მიმართავს თბილისის მერიას, გაასაჯაროვოს 2005-2011 წლებში ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ თბილისის მთავრობაში წარდგენილი ანგარიშები.

„მიგვაჩნია, რომ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის შესახებ ქართული მედია საშუალებებით გუშინ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს კიდევ ერთ საფუძველს, რათა სხვადასხვა ფონდიდან, წლების მანძილზე ბიუჯეტიდან გადაცემული თანხების ხარჯვის კანონიერებისა და მიზნობრიობის საკითხით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები დაინტერესდნენ. უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, სრულყოფილად და დროულად შეისწავლოს მსგავსი ფონდების საქმიანობა და მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება“,- ნათქვამია განცხადებაში.  

internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საია თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ფონდების საქმიანობის გამჭვირვალობას მოითხოვს1
რუსული საბრძოლო გემები სირიისკენ წასასვლელად ემზადებიან2
სამხედრო მოსამსახურეებმა სისხლი ჩააბარეს3
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“4
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X