მერია დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის განცალკევების მოდელს განიხილავს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კოკი
იონათამიშვილის განცხადებით, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, 1 000-ლარიანი ვაუჩერის პროგრამა არ იმუშავებს,
რის გამოც მერია კონკრეტულ ალტერნატიულ სქემაზე მუშაობს.
როგორც
ჟურნალისტებთან საუბრისას იონათამიშვილმა განაცხადა, საუბარია დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის განცალკევებაზე.
“როგორც
ცნობილია 1 000
ლარიან ვაუჩერს მოსახლეობა, სავარაუდოდ, გამოიყენებდა სწორედ
კომუნალური გადასახადების დაფარვისთვის, თუმცა ეს ვაუჩერი არ იმუშავებს და მერია ამჟამად მუშაობს კონკრეტულ ალტერნატიულ სქემაზე, რომელიც ცნობილი უახლოეს დღეებში გახდება“,- განაცხადა იონათამიშვილმა.
მისივე
ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხილვა საკრებულოს სხდომაზე თვის ბოლოს მოხდება.
internet.ge