სასჯელაღსრულების,
პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატის სოზარ
სუბარის განცხადებით, ციხეებში ამჟამად ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, დაავადებათა
მკურნალობაა.
როგორც
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში სუბარმა განაცხადა, პატიმართა სამკურნალოდ
გამოყოფილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვა ხორციელდებოდა, რაც მომავალში
აუცილებლად იქნება გამოსწორებული.
მისი თქმით,
აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა, სწორი მიდგომა და თანხების სწორად
გადანაწილება.
კითხვაზე ვის
შეეხება ამნისტია და რა კატეგორიის საქმეები გადაიხედება, სუბარმა უპასუხა, რომ
ამის შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია. „მე ზოგადად ამნისტიის კატეგორიული
წინააღმდეგი ვარ, მაგრამ დღესდღეობით ეს ერთ-ერთი გამოსავლია“,- განაცხადა
სუბარმა.
სუბარის
განმარტებით, ამნისტიის დროს ხშირად პატიმრები არათანაბარ ვითარებაში იმყოფებიან.
internet.ge