GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კომიდან გამოსული ექიმი იმქვეყნიური სამყაროს შესახებ ყვება
23:32 10.10.2012
დღის სიახლეები

ექიმ ებენ ალექსანდერს, რომელიც ჰარვარდში ასწავლიდა და ერთ-ერთი საუკეთესო ნეიროქირურგის რეპუტაცია აქვს, არასოდეს სჯეროდა იმქვეყნიური ცხოვრების. თუმცა კომიდან გამოსვლის შემდეგ მისი შეხედულებები რადიკალურად შეიცვალა:

ერთკვირიანი „გამორთვის“ შემდეგ „გაცოცხლებულმა“ ექიმმა განაცხადა, რომ მან იმქვეყნიურ სამყაროში, კერძოდ, სამოთხეში იმოგზაურა.

ალექსანდერსს ესმის, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ამის დაჯერება და გაგება შეუძლებელია, რადგან წარმოუდგენელია, რომ მაშინ, როცა ადამიანი კომაშია, მისი ტვინი მუშაობდეს და მითუმეტეს, სადღაც „მოგზაურობდეს“.

ექიმი ყვება, რომ მისტიკური განზომილება, სადაც ის იმყოფებოდა, ძალიან ჰგავდა იმ ადამიანების მონათხრობს, რომლებსაც კლინიკური სიკვდილი აქვთ გადატანილი. მისი თქმით, ეს არის ახალი სამყარო, სადაც ადამიანი წარმოადგენს უფრო მეტს, ვიდრე მისი ტვინი და სხეულია და რომ სიკვდილი სულაც არ არის ცნობიერი არსებობის ბოლო, არამედ ის დაუსრულებელი მოგზაურობის ნაწილია.

ის აღწერს, როგორ გამოიყურება ეს მშვენიერი სამყარო: ამბობს, რომ ჯერ სადღაც ღრუბლებში დაფრინავდა, შემდეგ კი დაინახა გამჭვირვალე, მოციმციმე არსებები, რომლებიც ცაში ფრინავდნენ და უკან გრძელ, ხაზების მაგვარ კვალს ტოვებდნენ. გარდა ამისა, ეს არსებები უცნაურ, სიმღერის მსგავს ხმებს გამოსცემდნენ და როგორც მას მოეჩვენა, სიხარულსა და ბედნიერებას გამოხატავდნენ. მათ, ექიმი, არც ჩიტებს და არც ანგელოზებს არ ადარებს: ისინი ჩვენს პლანეტაზე არავის ჰგავდნენ - აცხადებს ალექსანდერი.

ექიმი ყვება, რომ ამ მოგზაურობისას მას ერთი ქალბატონი შეუერთდა და მისი გამცილებლის როლი იკისრა. მისი გარეგნობა დეტალურად დაამახსოვრდა: მუქი ლურჯი თვალები, ნაწნავად დაწნული ოქროსფერი თმა და უბრალო სამოსი. მათ შორის კონტაქტი უსიტყვოდ შედგა - ის თითქოს, შეტყობინენს იღებდა.

ქალმა ექიმი ბნელ სიცარიელეშიც შეიყვანა, სადაც უსასრულობა იგრძნობოდა, თუმცა ალექსანდერსს ძალიან სასიამოვნო შეგრძნებები დაეუფლა. ნეიროქირურგი დარწმუნებულია, რომ ეს „ღმერთის სახლი“ იყო.

კომიდან გამოსული არ ცდილობს განცდილი თავის კოლეგებს გაუზიაროს და ისინი რაიმეში დააჯეროს. სამაგიეროდ, მან ეკლესიას მიმართა.

მისი მოგზაურობის შესახებ წიგნი კი - „იმქვეყნიური სამყარო“ უკვე მზადაა და ის გაყიდვაში ოქტომბრის ბოლოს შევა.
„მე კვლავ ექიმი ვარ, მაგრამ ძალიან განვსხვავდები იმ ადამიანისგან, რომელიც ადრე ვიყავი, რადგან მე ვნახე რეალობა“ - აღნიშნავს ალექსანდერი.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 22 ოქტომბრისთვის1
ირაკლი ღარიბაშვილი ეკა ზღულაძეს შეხვდება2
გიორგი თარგამაძე: ახალი არჩევნები შორს არ არის ჰორიზონტიდან3
პატრულის თანამშრომლების შეურაცხყოფისთვის სამი პირი დააკავეს4
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი ტუღუშს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X