დავით
აკობია რომელმაც
პატიმართა
წამების შემზარავი კადრები გადაიღო თავისუფალია.
გლდანის
N8 დაწესებულების
ოფიცერმა საპყრობილე გუშინ დატოვა.
აკობიას ადვოკატი სალომე აბულაძე მისი
კლიენტის გათავისუფლების შესახებ დამატებით კომენტარს არ აკეთებს. როგორც მან "ინტერნეტ.ჯი"-ს განუცხადა, „აკობია გუშინ გათავისუფლდა, მან დანაშაული
გამოააშკარავა, ამიტომ მისი ციხეში ყოფნა დაუშვებელი იყო. სხვა დეტალებზე კომენტარს
ჩემი კლიენტი თავად გააკეთებს“,- განაცხადა აბულაძემ.
სამართალდამცავებმა
დავით აკობია 19 სექტემბერს საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადახლოს საბაჟოზე დააპატიმრეს. იმავე დღეს, პროკურატურამ დათა აკობიას აღიარებითი ჩვენება გაავრცელა.
Internet.ge