არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე თამარ გურჩიანი წარადგინეს
არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს, სახალხო დამცველის კანდიდატურაზე
თამარ გურჩიანი წარადგინეს.
როგორც სასტუმრო „თბილისი
მარიოტში“ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, გურჩიანს დიდი გამოცდილება
აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და ის აღნიშნულ თანამდებობაზე შესაფერისი
კადრია.
გურჩიანი ამჟამად კიევში ვიზიტით იმყოფება. ის ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციაში მუშაობდა, ახლა კი, არასამთავორბო ორგანიზაცია „სამართლიანი
არჩევნების“ წევრია.
ამ დროისათვის სახალხო დამცველის კანდიდატურებად
დასახელებულები არიან: იურისტი ლია მუხაშავრია, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და
დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე.
Internet.ge