GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
Deutsche Welle: “დემოკრატი სააკაშვილი”
16:38 11.10.2012
დღის სიახლეები

სააკაშვილის მიერ მისი პარტიის წაგების აღიარება დადებითი მაგალითია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისათვის - წერს გერმანული გაზეთი Deutsche Welle  სტატიაში „დემოკრატი სააკაშვილი“.

“ამით საქართველოს პრეზიდენტმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა შესაძლებელია, რომ ამას შეიძლება შეეგუოს წაგებული მხარე. სხვათა შორის, ეს მეტნაკლებად მარტივი განსაზღვრებაა დემოკრატიისა. თუმცა ამით, სააკაშვილმა კარგი სამსახური გაუწია თავის ქვეყანას და დემოკრატის  ნაწილობრივ შერყეული იმიჯი აღიდგინა,“ - აღნიშნავს ავტორი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ იმავდროულად, პრეზიდენტმა სერიოზული პასუხისმგებლობა დააკისრა გამარჯვებულ „ქართულ ოცნებას“.

„ივანიშვილი, რომლის პოლიტიკური გეგმები აქამდე არცთუ გასაგები იყო, ალბათ, პრემიერ-მინისტრი გახდება და მან უნდა შეასრულოს თავისი წინასაარჩევნო დაპირებები. ეს კი, პრობლემებით გატანჯული საქართველოსთვის ძალიან რთული ამოცანაა. უფრო რთული იქნება, როცა 44 წლის სააკაშვილი თავის პარტიასთან ერთად პარლამენტში მძლავრ ოპოზიციას შექმნის. არჩევნები ჩატარდა - ემზადე არჩევნებისთვის: ასე ჟღერს დემოკრატიის მეორე მთავარი პრინციპი. საქართველოსთვის და მთელი ევროპისთვის ასეთი დემოკრატიული პროცესი მხოლოდ სასარგებლო იქნება,“ - წერს Deutsche Welle.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"ქდმ" ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღსადგენად კონსტიტუციის ცვლილებას მოითხოვს1
ბიძინა ივანიშვილი რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს დაბადების დღეს ულოცავს2
ანდრია ურუშაძე ვეძისის მოსახლეობას შეხვდა3
"ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს პოლიტიკური პარტიების ერთობლივ დეკლარაციას აქვეყნებს4
სასამართლომ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს 3000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X