იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებით, ნაფიც
მსაჯულთა ინსტიტუტი არ გაუქმდება, თუმცა მუშაობის პრინციპი გადაიხედება.
მისი თქმით, ინსტიტუტი
დღეს ‘’არქაული ბელგიური" მოდელით
ხელმძღვანელობს, რაც დასავლურ სტანდარტებს არ შეესაბამება.
„ინსტიტუტის რეფორმა ორი კუთხით უნდა მოვახდინოთ. პირველი - ვერდიქტს ელემენტარული მოტივაცია
სჭირდება. როდესაც ადამიანს დამნაშავედ აცხადებ,
პირს უნდა ესმოდეს, რატომ ან რისთვის არის ის დამნაშავედ მიჩნეული. ამასთან
აუცილებელია ვედიქტი არსებითად საჩივრებოდეს. დღეს მხოლოდ სამართლებრივი
საკითხების გასაჩივრება შეიძლება და არსებითად ეს ვერდიქტი არ საჩივრდება“,-
განმარტა თეა წულუკიანმა.
internet.ge