GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქსნის მე-15 დაწესებულებაში სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა
15:13 12.10.2012
დღის სიახლეები

ქსნის #15 დაწესებულებაში სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა. ამის შესახებ განცხადებას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით,  9 ოქტომბერს, თვითდაზიანება მიიყენა მსჯავრდებულმა დ.მ.-მ, რომელსაც სოლიდარობა გამოუცხადა მსჯავრდებულმა ლ.ი.-მ და მანაც მიიყენა თვითდაზიანება. დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ გამოძახებულ იქნა ქირურგი, რადგანაც მსჯავრდებულ ლ.ი.-ს სჭირდებოდა შესაბამისი პროფილის ექიმის დახმარება, რაც მას ადგილზე აღმოუჩინეს.

„მსჯავრდებულთა განცხადებით პროტესტის ამ ფორმას ექიმთან შეხვედრისა და მედიკამენტების დამატების მოთხოვნის გამო მიმართეს. მათ აღნიშნეს, რომ დაწესებულების ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ, მაგრამ უკმაყოფილონი არიან სამედიცინო მომსახურების ხარისხით და ითხოვენ მის გაუმჯობესებას.

11 ოქტომებრს, ასევე, თვითდაზიანება მიიყენა მსჯავრდებულმა ჯ.გ.-მ. მსჯავრდებულს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მისი განცხადებით, ადმინისტრაციის მიმართ კონკრეტული პრეტენზია არ აქვს, თუმცა ისიც მოითხოვს სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას.

ამჟამად სამივე მსჯავრდებული თავს კარგად გრძნობს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სამივე ფაქტზე ინფორმაცია, გამოძიების დასაწყებად, გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოებს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში პატიმართა ნაწილი თვითდაზიანებებს იყენებს იმ მოტივით, რომ მოხდეს მათი მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან მიაჩნიათ, რომ იქ გაუმჯობესდება მათი საყოფაცხოვრებო პირობები და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების ხარისხი. სამინისტრო მაქსიმალური დატვირთვით ამუშავებს საკუთარ სამედიცინო პერსონალს პატიმართათვის სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. ლიმიტთან შედარებით 30%-ით გაზრდილია პატიმართა რაოდენობა სამკურნალო დაწესებულებაში. ამავდროულად, პატიმართა დიდი ნაწილისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ხდება სამოქალაქო სექტორის დაწესებულებებში“,- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქსნის მე-15 დაწესებულებაში სამმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა1
ვანო მერაბიშვილმა პოლიციის ახალი შენობა გახსნა2
ენერგორესურსები მსოფლიოს მხოლოდ 40 წელიწადს გასწვდება3
„ქრისტიან–დემოკრატებმა“ პარლამენტში ვიტალი კლიჩკო მიიღეს4
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X