კულტურის სამინისტროს თანამშრომლებმა გურამ ოდიშარიას ღია წერილით მიმართეს
17:18 12.10.2012
|
დღის სიახლეები
|
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლები მომავალ მინისტრს ღია წერილით მიმართავენ, რომელსაც "ინტერნეტ.ჯე" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატს ბატონ გურამ ოდიშარიას,
მოგმართავთ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლები!
2012 წლის 12 ოქტომბერს, სამინისტროში უნდა შემდგარიყო პირველი სამუშაო შეხვედრა სამინისტროს დეპარტამენტების დირექტორებსა და თქვენს წარმომადგნელებს შორის. შეხვედრის მიზანი, ჩვენი აზრით, იყო სამინისტროს საქმიანობის, უკვე განხორციელებული, ასევე მიმდინარე პროექტების გაცნობა, რომელიც არაკონსტრუქციულობის გამო ჩაიშალა.
თუ გაქვთ სურვილი, რომ უახლოეს მომავალში ჯანსაღ გარემოში წარიმართოს საქმიანობის გადაბარების პროცესი, გთხოვთ, სამუშაო ჯგუფი დააკომპლექტოთ მეტად კომპეტენტური, კორექტული და პროფესიონალი პირებით.
პატივისცემით,
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამშრომლები," - ნათქვამია წერილში, რომელიც კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|