GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვარდნა 39 კმ სიმაღლიდან, რომელსაც 8 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს (VIDEO)
23:02 14.10.2012
დღის სიახლეები

43 წლის ფელიქს ბაუმგარტნერმა ერთდროულად რამდენიმე რეკორდი დაამყარა: მაქსიმალური სიმაღლიდან პარაშუტით ხტომაში, თავისუფალ ვარდნაში ფრენის ხანგრძლივობაში და ვარდნის მაქსიმალურ სიჩქარეში.

პარაშუტისტი 39 კილომეტრის სიმაღლიდან - სტრატოსფეროდან გადმოხტა და ბგერის სიჩქარე განავითარა.

40 წამის შემდეგ მისი თავისუფალი ვარდნის სიჩქარემ საათში 1173 კილომეტრი შეადგინა. მან პარაშუტი დედამიწასთან მოახლოებისას გახსნა და 10 წუთში მსუბუქად დაეშვა. 

თავისუფალ ვარდნაში 3 წუთი და 43 წამი იმყოფებოდა, რის შემდეგაც პარაშუტი გახსნა.

ბაუმგარტნერის ფრენა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ამ სანახაობას თითქმის 8 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს. ინტერესი უდიდესი იყო იმის გამოც, რომ ნახტომი რამენიმე ფაქტორის გამო, შესაძლოა, სარისკო გამხდარიყო და პარაშუტისტს ეს ფრენა სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.

კერძოდ, თუკი ე.წ. სკაფანდრს რაიმე ზიანი მიადგებოდა, მას პრაქტიკულად, სისხლი აუდუღდებოდა - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. და მეორე: ვარდნის პირველ 30 წამზე ის პრაქტიკულად არ განიცდიდა ჰაერის წინააღმდეგობას, რის გამოც მისთვის ძნელი იყო დაეფიქსირებინა სხეულის მდგომარეობა. მას იმის „შანსიც“ ჰქონდა, რომ გონება დაეკარგა და პარაშუტიც ვერ გაეხსნა.

და კიდევ: მეცნიერებისთვის ჯერჯერობით უცნობია, როგორ რეაგირებს ადამიანის სხეული ზებგერითი ბარიერის გადალახვაზე და ბაუმგარტნერი იმედოვნებს, რომ მისი ნახტომისას შეგროვილი ცნობები მეცნიერების ამ მიმართულებით წინსვლასაც შეუწყობს ხელს.

და ბოლოს, ყოფილ სამხედრო პარაშუტისტს ფელიქს ბაუმგარტნერს თვითმფრინავებიდან და ვერტმფრენებიდან 2500 ნახტომი აქვს შესრულებული, ის გადმომხტარა მაღალი ძეგლებიდან და ცათამბჯენებიდან, მათ შორის ტაივანის Taipei-ს 101 სართულიანი ნაგებობიდან.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი სიმაღლიდან ხტომაში რეკორდსმენი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტი ჯოზეფ კიტინგერი იყო. ის 1960 წელს 31 333 მეტრიდან გადმოხტა. მისი რეკორდის მოხსნა ბევრს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. დღეს კი 84 წლის კიტინგერი ბაუმგარტნერის ჯგუფის წევრია. დღევანდელი ექსპერიმენტის დროს პარაშუტისტთან რადიოკავშირსაც სწორედ ის ამყარებდა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვარდნა 39 კმ სიმაღლიდან, რომელსაც 8 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს (VIDEO)1
ამირან გამყრელიძე ზურაბ ჭიაბერაშვილს შეხვდა2
„სახალხო კრება“ ივანიშვილს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას სთხოვს3
გოგა ხაინდრავა: სამართალდამცავებს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი4
ილია მეორე ბოლნისის ეპარქიას მოილოცავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X