გეომაგნიტური დღეა. დღეს ახალმთვარეობაა. სასიკეთო ენერგიების
ნაკლებობა განაპირობებს ტრავმებს, ავარიებს, კონფლიქტებს, აგრესიას, დეპრესიას, ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესებას, ცდუნებებს, შეცდომებს, პროვოკაციებს და სხვა სახის უსიამოვნებებს,
რაც ითხოვს მეტ სიფრთხილესა და ყურადღებას.
ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს
ნუ მიიღებთ, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით. რამდენად პოზიტიურიც იქნება თქვენი
განწყობაცა და ცხოვრებისეული სიტუაციაც, იმდენად კარგად წარიმართება შემდგომი 30 დღეც.
მინერალებიდან სასიკეთოა: ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი,
ლაბრადორი, ამაზონიტე.
ფერებიდან დადებითია: ლურჯი, ცისფერი, ბეჟი, ყვითელი,
მწვანე.
სიზმრები შემდგომ ახდება. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ
ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს. შესაძლებელია შემდგომი ახალი გეგმების დასახვა. კარგი
დღეა ხელოვნებისათვის, შემოქმედებითი მუშაობისათვის, საიუბილეო საღამოებისათვის.
ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ყელი, ენდოკსრინული სისტემა,
თირკმელები და კანი.
დღე დადებითია ვერძის, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის, უარყოფითია – კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელისათვის.
Internet.ge