ვერძი: გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ და არ შეუშინდეთ ცხოვრებისეული სიმახინჯეების გაკრიტიკებას. ფინანსურ საკითხებში ცოტაოდენი რისკი გამართლებული იქნება თუ არ დაარღვევთ წესებსა და კანონებს. ახალი ნაცნობობა მოგვიანებით კარგ მეგობრობაში გადაიზრდება. მოერიდეთ სპონტანურ სასიყვარულო კავშირებს, რადგან ამას შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყვეს. მოგზაურობის დაწყება კი სჯობს დროებით გადადოთ, რადგან არსებობს უეცარი უსიამოვნებების წარმოქმნის ალბათობა.
კურო: რეალურად შეაფასეთ როგორც საკუთარი შესაძლებლობები, ასევე სამოქმედო პირობები. ყურადღებას მოითხოვს როგორც საქმიანი, ისე საოჯახო პარტნიორული ურთიერთობები, სადაც მოგიწევთ დაამტკიცოთ თქვენი პოზიციების მართებულობა. შესაძლოა სრულიად ახალ მიმდინარეობებს ჩაუყაროთ საფუძველი, ხოლო ახალი ნაცნობობის შემთხვევაში შესაძლოა მიმდევრები და თანამოაზრეებიც გამოგიჩნდნენ. მოგზაურობა დიდ ხარჯებს დაუკავშირდება, ხოლო უცხოეთში მიზნის მიღწევა დიდ დროს მოითხოვს.
ტყუპები: შემოსავლის გასაზრდელად მეტი იმოძრავეთ, იურთიერთეთ და იმოქმედეთ. მეგობრებმა შესაძლოა ახალი საქმიანი შემოათავაზებები გაგიკეთონ. მოზღვავებული ენერგია დაგეხმარებათ ხშირ გადაადგილებებსა და ახალი კავშირების დამყარებაში. ინფორმაციის მიღება უმჯობესია ახლობლებისაგან და ნათესავებისაგან, თუმცა მისი გამოყენება გადაუმოწმებლად რეკომენდებული არაა. მგზაურობები წარმატებას მოგიტანთ, განსაკუთრებით, უცხოეთში საქმიანი ვიზიტები დადებითად წაადგება თქვენს კარიერას.
კირჩხიბი: ახალი ნაცნობების მიმართ ყურადღებით იყავით, რათა საქმე არ გაგიფუჭონ და ინტრიგებში არ გაგხვიონ. შემოსავლის მიღება შესაძლოა დაგვიანდეს, თუმცა მატერიალური მდგომარეობა მთლიანობაში სტაბილური იქნება. მეტად ტაქტიანი და დიპლომატური იყავით მეუღლის, საყვარელი ადამინისა და ბავშვების მიმართ, რათა არ აწყენინოთ მათ და არ მოგიწიოთ ბოდიშის მოხდა. მივლინებებისა და უცხოელებთან კონტაქტების რაოდენობა მოიმატებს, ამიტომ ეცადეთ ხშირად დაისვენოთ და არ გადაიღალოთ.
ლომი: გაიზრდება თქვენი პოპულარობა და საქმიანი აქტიურობა. მხოლოდ საკუთარ სურვილებზე ფიქრით ნუ შემოიფარგლებით და ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რათა სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ სამსახურსა და სახლში. კარგი დროა კომპლექსებისა და მავნე ჩვევებისაგან გასანთავისუფლებლად და ახალი კავშირების დასამყარებლად. კარგია ცოდნისა და პროფსიონალიზმის გაღრმავებაც. არ დაარღვიოთ კანონი. მოგზაურობა გადადეთ და ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას.
ქალწული: ადვილად მოხიბლავთ გარშემომყოფებს. მიმართეთ შემოქმედებითი უნარი კონტაქტების დამყარებასა და საურთიერთო წრის გაფართოვებისაკენ. უარს ნუ იტყვით საზოგადოებრივ საქმიანობაზე. მატერიალურ და ფინანსურ სფეროსთან დაკავშირებული უსიამოვნებებია მოსალოდნელი მშობლებთან და საქორწინო პარტნიორებთან. სამედიცინო-პროფილაქტიკური ღონისძიებები დადებითად აისახება თქვენს გუნება-განწყობაზეც. გადაადგილებები და შეხვედრები კი დაგიბრუნებთ ხალისსა და კეთილგანწყობას.
სასწორი: სამსახურის საქმეებში ახალი შემოთავაზებას მიიღებთ, ოღონდ ნუ გექნებათ სწრაფი წარმატების იმედი. შეეცადეთ რეალურად დაინახოთ მოვლენები, რათა არ გაგიუარესდეთ მატერიალური მდგომარეობა. დიდი შემართებით შეუდგებით გეგმების განხორციელებას. კარგია სამსახურის გამოცვლა ან ახალ თანამდებობაზე გადასვლაც. სიფრთხილე გმართებთ სასიყვარულო ინტრიგების მიმართ, რათა ძალზედ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ და არ დაგიქვეითდეთ ავტორიტეტი. მოგზაურობისას ყურადღება მიაქციეთ საბუთებს.
მორიელი: თქვენს მომხიბვლელობას ამ პერიოდში მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის, განსაკუთრებით კი საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები. შესაძლოა სამსახურსა და ოჯახში დიპოლომატის როლში მოგიწიოთ ყოფნა. ჯანმრთელობის სტაბილურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად დაიცავით უსაფრთხოების წესები, როგორც საყოფაცხოვრებო ნივთების მოხმარებისას, ასევე ქუჩაში მოძაობისას და მოგზაურობისას. მოერიდეთ ხმაურიან საქმის გარჩევებს და შეეცადეთ მეტი დრო დაჰყოთ სახლში, რათა რიგიანად დაისვენოთ და დაალაგოთ სამოქმედო გეგმები.
მშვილდოსანი: კარიერაში ზრდისა და სოციალური სტატუსის გაუმჯობესების სურვილი იმდენად დიდი იქნება, რომ გაგიჭირდებათ ყველაფერ დანარჩენზე ფიქრი. შინაგანი წონასწორობა დაგეხმარებათ სირთულეების წარმატებით გადალახვაში და მიზნების მიღწევაში. ნათესავების მეშვეობით შესაძლოა გაიუმჯობესოთ ფინანსური და სოციალური მდგომარეობა. გადაადგილებები და მოგზაურობა ახალი იდეებით აღგავსებთ. საყვარელ ადამიანთან ეცადეთ არ დამალოთ ემოციები და დროულად გამოთქვათ პრეტენზიები, რათა შემდგომ აიცილოთ დიდი ჩხუბი.
თხის რქა: გაგიჭირდებათ ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რის გამოც შესაძლოა უარი თქვათ სერიოზულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. თავი აარიდეთ უკანონო ქმედებებს და დაიცავით მორალურ-ეთიკური ნორმები. ძალაუფლების გადამეტებით გამოყენება, ინტრიგები და რისკი წარმატებით მოქმედების შესაძლებლობას შეამცირებს. მოგზაურობები დამღლელი იქნება, ამიტომ სჯობს დროებით გადადოთ. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს და უარი არ თქვათ მკურნალობის დაწყებაზე.
მერწყული: ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ, რადგან შეცდომებისა და გაუგებრობების ალბათობა მაღალია. ნებისმიერი საქმის შესრულებისას გაგიჭირდებათ კომპრომისზე წასვლა. ოჯახში არ იყოთ მომთხოვნი და შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რათა არ გაგიუარესდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. უცხოელებთან ურთიერთობა და მოგზაურობები ხელს შეუწყობს თქვენი შემოსავლის ზრდას. საყვარელი ადამიანი კი დაგეხმარებათ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში.
თევზები: მიუხედავად გაზრდილი თავდაჯერებულობისა, ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ, რადგან გაგიჭირდებათ საბუთებთან და ინფორმაციასთან მუშაობა. ეცადეთ ყველა საქმეს ერთად არ მოჰკიდოთ ხელი, რათა ბევრი მათგანი დაუსრულებელი არ დაგრჩეთ. პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში მოსალოდნელია ინტრიგები, საიდუმლო ინფორმაციის და სხვათა ფარული ისტორიების გაგება. ახლო მოგზაურობაც კი ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენაში დაგეხმარებათ და ოპტიმიზმსაც შეგმატებთ.
Internet.ge