კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის
განცხადებით, განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია
ჩამოყალიბდება.
მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარე გია დვალი, ერთ-ერთი წევრი კი,
დავით ზურაბიშვილი იქნება.
„მე მასთან მქონდა კონსულტაციები და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ შეიქმნება
განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია და მისი თავმჯდომარე
სწორედ გია დვალი იქნება“,- განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge