გეომაგნიტური დღეა. მეტი მოთმინება და თავდაჭერა გმართებთ ხელმძღვანელთა
უხეშობის მიმართ. ნურავის წაუყენებთ პრეტენზიებს. ნუ იზარმაცებთ და გააკონტროლეთ
მავნე ჩვევები და სიამოვნების მიღების სურვილი. შესაძლებელია
ფასეულობათა გადაფასება. აკონტროლეთ აგრესიის, ეჭვიანობის, წყენის, შურის
გამოვლინებები. შესაძლოა აგისრულდეთ ის ოცნებები, რომელთა მიმართ ინტერესი უკვე
დაგეკარგათ.
მინერალებიდან სასიკეთოა: ოპალი, თოფაზი, ლალი, ჰელიოტროპე.
ფერებიდან დადებითია: წითელი, ყვითელი, შინდისფერი, მწვანე.
სიზმრებს ნუ მიაქცევთ ყურადრებას. იკრძალება აბორტი. რთული დღეა საქმეების
დასაწყებად, მოგზაურობისათვის, საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად, სესხის
ასაღებად, სოცუზრუნველყოფისა და დაზღვევის ორგანიზაციებთან ურთიერთობისათვის.
სასიკეთოა დღეა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვისათვის, ცხოველების,
ანტიკვარის შესაძენად, მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურებისათვის, თმების
შესაჭრელად (შემდგომ მალე გაიზრდება). მაღალია ძალადობის ალბათობა. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება შარდ-სასქესო
სისტემა, თავი და ცხვირი.
დღე დადებითია კირჩხიბის, ქალწულისა და მორიელისათვის, უარყოფითია –
ვერძის, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის.
Internet.ge