ჭიათურის მაღაროებში მუშაობა კვლავ პარალიზებულია. მუშები აქციას
ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მართავენ.
მუშები სამედიცინო დაზღვევას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და
უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ.
ჭიათურ-მანგანუმის ხელმძღვანელობამ ხელფასების 10%-იან ზრდაზე
თანხმობა განაცხადა, რაც მუშებს არ აკმაყოფილებთ.
მაღაროელების გარდა ჭიათურის სამედიცნო ცენტრის თანამშრომლებიც
გაიფიცნენ. მედიკოსები ხელფასების შემცირებას და თანამშრომლების გათავისუფლებას
აპროტესტებენ.
Internet.ge