უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებით, სასამართლო ძალიან ძლიერი და ობიექტურია და ამას მოსახლეობის გამოკითხვაც ადასტურებს.
როგორც
ჟურნალისტებთან საუბრისას კუბლაშვილმა განაცხადა, ზოგიერთი პოლიტიკოსის
განცხადებებში, მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობა იგრძნობა.
მისი თქმით, ყველა
ასეთი განცხადება იქნება
აღქმული, როგორც მოსამართლეებზე ზეწოლა და მუქარა,
ასევე დაშინების მცდელობა.
„ბოლო
პერიოდში პოლიტიკოსებისა თუ სხვა
პირების მხრიდან, მოსამართლეებისა და სასამართლო სისტემის მიმართ კეთდება განცხადებები, რომლებშიც იგრძნობა მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობა. ჩვენ
ამას არ დავუშვებთ, რადგან მოსამართლეები არიან
ხელშეუხებლები, გარანტირებულები იმით,
რომ სტაბილურად იმუშავებენ კონსტიტუციიდან და კანონმდებლობიდან გამომდინარე“,- განაცხადა კუბლაშვილმა.
სასამართლოს
თავმჯდომარის განცხადებით, სტატისტიკის მიხედვით, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა 9%-ია, სასამართლო კი, თავდასხმებს ობიექტური გადაწყვეტილებებით უპასუხებს.
internet.ge