მამაკაცი, რომელიც 6 თვე გულისა და პულსის გარეშე ცხოვრობდა, ღვიძლის პრობლემით დაიღუპა
ჩეხეთში, 37
წლის ასაკში გარდაიცვალა იაკუბ ჰალიკი, რომელიც 6 თვეზე მეტხანს ბუნებრივი გულის
გარეშე ცხოვრობდა.
ჰალიკს გული
მიმდინარე წლის აპრილში ამოჰკვეთეს, როცა სიმსივნე დაუდგინეს.
ექიმებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც პაციენტს ჩაუდგეს ორი
მაღალტექნოლოგიური მექანიკური ტუმბო.
თუმცა, როგორც
ექიმები ამბობენ, ჰალიკი სრულიად სხვა მიზეზის გამო დაიღუპა: მას ღვიძლმა უმტყუნა.
უფრო ზუსტად კი გარდაცვალების მიზეზს გაკვეთის შემდეგ დაადგენენ.
ჰალიკი
ერთადერთი ადამიანი იყო პლანეტაზე, რომელსაც არც გული ჰქონდა და შესაბამისად, არც
გულისცემა.
მთელი 6 თვის
მანძილზე მას თან დაჰქონდა ე.წ. აკუმულატორები, რითაც ენერგიით კვებავდა თავის
მექანიკურ გულს.
ასეთი
ოპერაციის ჩატარება მას შემდეგ გადაწყდა, რაც ჰალიკი კარგა ხანს იდგა რიგში გულის
გადასანერგად, თუმცა ექიმები ტრანსპლანტაციაზე უარს ამბობდნენ, რადგან ჯერ კიბოს
მკურნალობის სრული კურსი უნდა გაევლო, რისთვისაც დრო აღარ იყო.
მიუხედავად
ლეტალური შედეგისა, ჰალიკმა გაცილებით მეტ ხანს იცოცხლა, ვიდრე ანალოგიური ოპერაციის
შემდეგ მისმა წინამორბედმა, რომელიც მექნიკური გულის ჩადგმიდან ერთ კვირაში
გარდაიცვალა.
Internet.ge