GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
‘’იმედს“ ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილი უხელმძღვანელებს
15:08 20.10.2012
დღის სიახლეები

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივის, ინა გუდავაძის განცხადებით, ტელე-კომპანია „იმედს“ ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილი, ლიკა პატარკაციშვილი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ მან „ლიბერალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჰოლდინგის ხელმძღვანელი სავარაუდოდ, ჩემი უფროსი ქალიშვილი, ლიკა იქნება. მისი მოადგილე კი - რეზო საყევარიშვილი. ის უკვე შევიდა ტელევიზიაში და სიტუაციას ეცნობა. ამ ადამიანს ბევრმა გაუწია რეკომენდაცია, გვირჩიეს, რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ და მოგვეჩვენა, რომ მისი კანდიდატურა სჯობდა, თანაც, ის „იმედის“ ყოფილი თანამშრომელია, სერიოზული ეკონომიკური განათლება აქვს, ძალიან დაბალანსებული ადამიანია, თავისი აზრით, შეხედულებებითა და პრინციპებით, ამასთან, არაპოლიტიკურია. მგონი ეს არჩევანი ძალიან მნიშვნელოვანია და აჩვენებს, სად მივდივართ. საკადრო ცვლილებები, რა თქმა უნდა იქნება, თუმცა, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი“,– აცხადებს გუდავაძე.

არხის მეპატრონე არხის ამჟამინდელ თანამშრომლებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ყველა წესიერი კადრი თანამდებობას შეინარჩუნებს.

„თუ ვინმე გრძნობს, რომ რაღაცაში დამნაშავეა, სჯობს თვითონ წავიდეს, დანარჩენს ჩვენ განვიხილავთ, გვაქვს ფაქტები და გვეცოდინება ხალხის აზრიც. უბრალოდ ამას არ ექნება ისეთი სახე, რომ ყველა გავათავისუფლოთ, რა შუაში არიან ადამიანები, რომლებიც წესიერად მუშაობდნენ? ყველამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, ღირსი ვარ თუ არა რომ ამ არხზე დავრჩე? თუ თვითონ ვერ მიხვდება, რომ წასვლა სჯობს და ჩვენ რადიკალურად განსხვავებული აზრის ვიქნებით, მაშინ ალბათ გავათავისუფლებთ“,– აცხადებს გუდავაძე ინტერვიუში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სფფ: ამ ეტაპზე კალაძის გამოსათხოვარი მატჩის გამართვა არ იგეგმება1
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს2
დავით ნარმანია: ადმინისტრაციულ ხარჯებს ქამრების შემოჭერა შეეხება3
ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა4
თბილისის მერიამ ფუნიკულიორის საბაგირო გზის რეაბილიტაცია დაიწყო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X