ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთი გავლენიანი
მინისტრი – მთავარი
საპარლამენტო პარტიული
ორგანიზატორი ენდრიუ
მიტჩელი პოლიციელების
ლანძღვას გადაჰყვა.
წესრიგის დამცველებმა მას
პრემიერ-მინისტრის
ოფიციალური რეზიდენციის
კარი არ
გაუღეს.
ინცინდენტი მაშინ მოხდა,
როცა მიტჩელი
დევიდ კემერონის
სასახლის ტერიტორიიდან
ქუჩაში ველოსიპედით
გასვლას აპირებდა.
დაცვამ უარი
თქვა მისთვის
მძიმე რკინის
კარი გაეხსნათ,
რომელიც ავტომანქანებისთვის იღება.
მიტჩელმა ჯერ ბოდიში
მოიხადა, თუმცა
ამან ვერ
უშველა. მისი
ლანძღვის მოწმენი
ტურისტებიც გახდნენ,
რომლებმაც შემთხვევის
ადგილზე მსწრაფლ
მოიყარეს თავი.
როგორც ჩანს, მინისტრმა
"მძიმე” ლექსიკა
გამოიყენა, რადგან
მედიასაშუალებებმა არ
გაახმაურეს ის
სიტყვები, რომლითაც
მინისტრმა პოლიციელებს
მიმართა.
მომხდარს პოლიციელთა პროფკავშირები გამოეხმაურნენ და
საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად,
საბოლოოდ, მინისტრის
გადადგომას მიაღწიეს.
Internet.ge