თბილისის მერიამ ფუნიკულიორის ისტორიული სამთო-საბაგირო გზის რეაბილიტაცია დაიწყო. 500 მეტრის სიგრძის გზა თანამედროვე სტანდარტების შესამისად მოეწყობა.
ლიანდაგებზე შვეიცარიული წარმოების, თანამედროვე დიზაინის, კომფორტული ორი ვაგონი იმოძრავებს. თითოეული ვაგონი უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი და 3 წუთში ჭონქაძის ქუჩას მთაწმინდის პარკთან დააკავშირებს. თითო ვაგონით ერთდროულად 50 ადამიანი ისარგებლებს.
ამჟამად ჭონქაძის ქუჩასა და მთაწმინდის პარკში არსებული სადგურების აღდგენა მიმდინარეობს. მშენებლობაზე 50 ადამიანია დასაქმებული.
ფუნიკულიორის აღდგენა 2012 წლის დეკემბერში დასრულდება და ის მიმზიდველი გახდება, როგორც თბილისელებისთვის, ისე დედაქალაქის სტუმრებისათვის.
მიმდინარე სამუშაოები დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვლიერა და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა.
internet.ge