მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (22-29 ოქტომბერი)
23:22 21.10.2012
|
დღის სიახლეები
|
ვერძი: მკაფიოდ გამოკვეთილი მიზნები და გეგმები შესაძლოა არ გქონდეთ, რაც ხელს შეგიშლით წინსვლაში. თქვენ მეტად გონება-გაფანტული და უყურადღებო იქნებით, რის გამოც შეიძლება უსიამოვნებები შეხვდეთ სწავლისას ან ახალი კავშირების დამყარებისას. კოლეგებთან ჰარმონიული ურთიერთობა თქვენს ფინანსურ მდგომარებას შედარებით გაამყარებს. ხიფათისა და ტრავმებისათვის თავის ასარიდებლად სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტრო ხელსაწყოების მოხმარებისას, გზებზე და შორეულ მოგზაურობებში.
კურო: თავს საუკეთესოდ იგრძნობთ სახლში, სადაც აივსებით სითბოთი და მყუდროებით, ოღონდ მეტი ყურადღება დაუთმეთ ასაკით უფროსებს. გაიზრდება თქვენი ამბიციურობა და ყველა ღონეს იხმართ, რათა გაიზარდოს თქვენი შემოსავალიც. მოთოკეთ ემოციები და იმპულსურად ნუ იმოქმედებთ, რამე თუ სიჯიუტე ხელს შეგიშლით სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობების მოწესრიგებაში. თქვენი იდეები ორიგინალური მაგრამ სარისკო იქნება. გადაადგილებები და შეხვედრები უმთავრესად საქმიან ხასიათს ატარებს. ტყუპები: ძველი დაუსრულებელი საქმეები სასწრაფოდ დასრულებას მოგთხოვთ. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახსა და ბავშვებთან ურთიერთობას. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ყურადღება მიაქციეთ ინტუიციას. სასიყვარულო და საქორწინო ურთიერთობას ურთიერთგაგებისა და რომანტიკის გარეშე აზრი დაეკარგება, ამიტომ ეცადეთ მეტად გულახდილი იყოთ პარტნიორთან. შორეული მოგზაურობები საფრთხეს შეუქმნის თქვენს ჯანმრთელობას. ქალაქგარეთ გასვლა და ბუნებაში დასვენება კი ადვილად გამოგიკეთებთ განწყობას.
კირჩხიბი: საგრძნობლად გაუმჯობესდება თქვენი ფსიქოსომატური მდგოამრეობა, რაც მეტი ურთიერთობებისა და ოპტიმისტურად მოქმედების საშუალებას მოგცემთ. მიუხდავად ამისა, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღება სჯობს გადადოთ. რაც არ უნდა ფრთხილად იმოქმედოთ, თქვენი ქცევა საზოგადოებისათვის გამომწვევი და საპროტესტო გამოჩნდება. ტავს მეტად კომფორტულად იგრძნობთ, თუ თქვენს გვერდით გეყოლებათ ოჯახის წევრები. შორეულ მოგზაურობისას შესაძლოა შეგექმნათ გაუთვალისწინებელი პრობლემები.
ლომი: მიუხედავად დაღლილობისა და პასიური განწყობისა, ბოროტად არ გამოიყენოთ ძალაუფლება და არ დახარჯოთ სამუშაო დრო გართობასა და პირად ინტერესებზე. იმპულსური და გაუაზრებელი ქცევები მომავალში ნეგატიურად აისახება თქვენს კარიერასა და მთლიანად ცხოვრებაზე. მიუხედავად დაბალი სასიცოცხლო ტონუსისა, თქვენ არა ერთ პრობლემას მოგვარებთ, თუმცა აუცილებელი იქნება ხშირად დასვენება და ძალების აღდგენა. მოგზაურობა კი წარმატების მომტანი არ იქნება. ქალწული: მიუხედავად ენერგიის მოზღვავებისა, კარგი გუნება-განწყობისა და მოქმედების სურვილისა, გრანდიუზული გეგმების განხორციელებისაგან სჯობს ჯერ თავი შეიკავოთ. ნათესავების მეშვეობით შესაძლოა დაამყაროთ ახალი კავშრები პროფესიონალურ სარბიელზე, რაც დამატებით მოგებას მოგიტანთ. სტაბილური შემოსავალი თავდაჯერებულობას შეგმატებთ. კარგი დროა საქმიან, სასიყვარულო და საქორწინო პარტნიორული ურთიერთობების ჰარმონიზაციისათვის. მოგზაურობისათვის კი ეს დრო ხელსაყრელი არაა.
სასწორი: გაიზრდება თქვენი იღბლიანობა ფინანსურ ოპერაციებთან მიმართებაში. კარგი პერიოდია ახალი ხალხის გასაცნობად, უცხოელებთან ან უცხოეთში მყოფ მეგობრებთან საქმიანი მოლაპარაკებების გასამართად. მიმდინარე მოვლენებისადმი დიდი ინტერესი ცხოვრებისეული მიზნების გადახედვისაკენ გიბიძგებთ. ახალმა შეგრძნებემა შესაძლოა სულიერი დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდოს. გარშემომყოფების მიმართ მეტად მომთმენი იაყვით, რათა გართულებები არ მოჰყვეს სასიყვარულო ან საქორწინო ურთიერთობებს.
მორიელი: გაიზრდება თქვენი ენერგობალანსი, ინტუიცია და შემოქმედებითი თვითგამოვლენის უნარი. წარმატება გელით ხელოვნების ნებისმიერ დარგში. შემოასავალის მიღება დამოკიდებული იქნება დიდი ძალისხმევასა და საქმიან აქტიურობაზე. გააკონტროლეთ ხარჯები და ეცადეთ ხელმომჭირნედ ხარჯოთ ფული. კოლეგებთან უთანხმოება შესაძლოა დაუკავშირდეს ფარული მოწინააღმდეგეების ხრიკებს. მოერიდეთ შორეულ მოგზაურობას. მოგზაურობისას შესაძლოა უჩვეულო სიტუაციებში აღმოჩნდეთ, რაც გვლენას მოხდენს თქვენს მომავალ გეგმებსა და მიზნებზე.
მშვილდოსანი: რთული, წინააღმდეგობრივი პერიოდია, ამიტომ თავი შეიკავეთ ზედმეტი პასუხისმგებლობის, ბევრი მუშაობის და დიდი დატვირთვებისგან. არ გამოიყენოთ სხვის ფინანსები. არც ერთ საქმეში არ გარისკოთ. ერიდეთ ფაარისეველ ადამიანებს, რათა არ მოგატყუონ ან არ ჩაგითრიონ ბინძურ ინტრიგებში. ფინანსური მოგება დამოკიდებული იქნება ფარულ საქმეებსა და მოლაპარაკებებზე. დამოუკიდებლად მუშაობას შედეგი არ მოჰყვება. მაღალია ავარიებისა და ტრავმების ალბათობა, ამიტომ მინიმუმამდე შეამცირეთ მოგზაურობები და ყურადღება გაამახვილეთ წვრილმანებზე.
თხის რქა: გაუმჯობესდება თქვენი ფსიქოსომატური მდგომარეობა და შრომისუნარიანობა. რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში წარმატების მისაღწევად აუცილებელია მოთმინება და თვითკონტროლი. საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებში მეტად. მშობლებს შესაძლოა თქვენი თანადგომა და დახმარება დასჭირდეთ. უძრავ ქონებისა და ოჯახური პრობლემების გამო ნუ ინერვიულებთ, რათა არ გაგიუარესდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. ძვირფასი ნივთების შეძენა და მოგზაურობის დაწყება კი სჯობს გადადოთ.
მერწყული: გაგიჭირდებათ საკუთარი ქმედებების გაკონტროლება. ახალი იდეების განხორციელება მომავალი პერიოდისათვის გადადეთ. მოგინდებათ ყველაფრის ერთიანად და სწრაფად მიღება, რასაც მრავალი არასასურველი პრობლემა მოჰყვება. მოერიდეთ სხვისი ფულით მანიპულირებას, ყურადღება გამოიჩინეთ საბუთების შევსებისას. ბევრ ენერგიას მოითხოვს სახლის საქმეები და ვალდებულებები. ამ პერიოდის მოგზაურობები წარმატებას არ მოგიტანტ, ამიტომ სჯობს თავისუფალი დრო სახლში განმარტოვებით დაისვენებას დაუთმოთ.
თევზები: დრო ხელს უწყობს წინა თვის პრობლემების აღმოფხვრას, ახალი პერსპექტივების დასახვას და ძველი საქმეების დასრულებას. საქმეში წარმატება დამოკიდებულია თანამშრომლობის უნარზე. ცხოვრებისეული მოვლენები გაიძულებთ ზუსტად დაგეგმოთ თქვენს განკარგულებაში არსებული დრო. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის სარისკო მოქმედება რეკომენდებული არაა. პირად ურთიერთობებში მომხდარი გაუთვალისწინებელი მოვლენები კი ერთი-ორად დაგაახლოვებთ საყვარელ ადამინთან და კავშირს ჰარმონიულს გახდის.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|