საპარლამენტო
უმრავლესობის წევრის, ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს,
დიმიტრი შაშკინს თუ ქვეყნის წინაშე სამართლებrივი ბრალი აქვს, მას საქართველო ყველგან
იპოვის.
როგორც
ჟურნალისტებს დიმიტრი შაშკინის მიერ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით,
ბერძენიშვილმა განუცხადა, შაშკინი სამგზის მინისტრი იყო და ცოტა ღირესულად უნდა
იქცეოდეს.
„ფაქტია,
რომ შაშკინი გაიქცა და ამას იწილო-ბიწილო არ უნდა. მან თავად იცის, თუ რატომ უნდა
დატოვოს საქართველო. მისი საქციელი სამარცხვინოა
მაშინ, როცა მისი გუნდის წევრები ჯერ კიდევ აქ რჩებიან. გამოდის, რომ თანანმდებობის
გარეშე საქართველო აღარ უყვარს. ასეთი უცნაური გადაწყვეტილება არ გამიგია, მაგრამ,
როცა საუბარი იყო შაშკინზე, ახალაიებსა და ადეიშვილზე, ისინი სამშობლოს ტოვებენ
არა იმოტივით, რომ მათ ვინმე დევნას უპირებს, არამედ იმიტომ, რომ მათ
სამართლებლივი სისტემის ეშინიათ. როგორც
ჩანს, მათ უკან დანაშუალი დგას, მაგრამ სამართლებრივი შეფასებებისგან თავს
შევიკავებ და ამ ყველაფერს, გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
internet.ge