საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ, საქართველოს
სახალხო დამცველის პოსტზე თამარ გურჩიანის წარდგენა და არჩევა მოხდეს.
ორგანიზაციების
წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გურჩიანი არის
პოლიტიკურად მიუკერძოებელი, პრინციპული, მაღალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნე და
აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება.
„თავდაპირველად იგი
წარდგენილი იყო 39 საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და გაერთიანების მიერ, თუმცა,
დღეს მთელი საქართველოს მასშტაბით მხარდამჭერთა რაოდენობა ასზე მეტია და მათი
რიცხვი სულ უფრო იზრდება. ის თანაბრადაა მისაღები სამოქალაქო და პოლიტიკური
უფლებებზე, სოციალურ, გარემოსდაცვით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემატიკაზე
მომუშავე, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, სხვადასხვა
სახის მოწყვლადი ჯგუფების უფლებებადამცველთა და დამოუკიდებელი მედია
ორგანიზაციებისათვის. თამარ გურჩიანისათვის არ არსებობს პირველი და
მეორეხარისხოვანი ადამიანი. მისთვის უმთავრესი ამოსავალი წერტილი ადამიანთა შორის
უპირობო თანასწორობაა. სწორედ მისი პროფესიული ღირსების გათვალისწინებით,
მოგმართავთ ინიციატივით, რომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე დაამტკიცოთ თამარ
გურჩიანი“,- ნათქვამია მიმართვაში.
Internet.ge