„ნანუკას შოუ“ ეთერში იანვრიდან გავა. როგორც გადაცემის ავტორმა და
წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, ამ ეტაპზე არხთან
მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„არხს ვერ დაგიდასტურებ, რამდენიმე შემოთავაზება მაქვს. ეთერში იანვრიდან
გავალ, რომელიმე შემოთავაზებას მივიღებ ალბათ“,- განაცხადა ტელეწამყვანმა.
მისი თქმით გადაცემას ფორმატი არ შეეცვლება.
„ინტერნეტ.ჯი“-ს ინფორმაციით, ნანუკა ჟიორჟოლიანი მოლაპარაკებას
„მზერა.tv”-ისთან აწარმოებს.
თუმცა ნანუკამ აღნიშნული ფაქტი არც უარყო და არც დაადასტურა.
internet.ge