უკრაინაში,
ქალაქ მარიუპოლში, ერთ-ერთ სახლს ხანძარი გაუჩნდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ,
16 აპრილს, მოხუცი დიასახლისი ქუჩაში გავიდა, თუმცა მაშინვე უკან მობრუნდა, რადგან
შეატყობინეს, რომ მის სახლს ცეცხლი მოეკიდა.
მეზობლებმა,
მეხანძრეების მისვლამდე, თავადაც სცადეს ხანძრის ჩაქრობა, მაგრამ ვერც მათ და ვერც
საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლის ლოკალიზება ვერ შეძლეს. დაიწვა
რამდენიმე ოთახი - კედლები, ნივთები, ავეჯი…
თუმცა
ყველანი გაოცდნენ, რომცა აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ სრულიად დამწვარ ოთახში ხატები
და სააღდგომო პასკა უვნებელი დახვდათ. როგორღაც, ცეცხლს გადაურჩა ის მაგიდაც,
რომელზეც ხატები იყო დაბრძანებული.
ანალოგიურ სურათს წააწყდნენ
მეორე ოთახშიც, სადაც ასევე ხატების კუთხე ჰქონდა დაისახლისს მოწყობილი. ხანძარს
ყველა ხატი გადაურჩა, თანაც ისე, რომ ცეცხლის კვალი არც თავად ხის ჩარჩოებში
მოთავსებულ ხატებს და არც ხის მაგიდებს ეტყობა.
internet.ge