IDFI სასამართლო სისტემის ელექტრონული რესურსების მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს
სასტუმრო
„ქორთიარდ
მერიოტში“
„ინფორმაციის
თავისუფლების
განვითარების
ინსტიტუტი“
(IDFI) საქართველოს
სასამართლო
სისტემის ელექტრონული რესურსების მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს.
პროექტის
„საქართველოს
სასამართლო
სისტემის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულებისა
და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება“ -
ფარგლებში
მონიტორინგი
ჩაუტარდა საქართველოს სასამართლო სისტემაში შემავალი 16 ადმინისტრაციული
ორგანოს ოფიციალურ ვებ-გვერდს, შეფასდა მათი ინფორმაციული გამჭვირვალობა და ტექნიკური გამართულობის ხარისხი.
შეხვედრაზე
წარმოდგენილი
იქნება პროექტის დეტალური ანგარიში, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების ანალიზი და რეკომენდაციები,
რომლებიც სასამართლო სისტემის ინფორმაციული გამჭვირვალობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ღონისძიებაზე
შედგება სასამართლო სტატისტიკის მოდულის პრეზენტაცია - პროექტის ფარგლებში განხორციელდა სასამართლო სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი სტატისტიკური და დინამიური ინფორმაციის კატეგორიზაცია და ვიზუალიზაცია, რაც საკმაოდ დიდი მოცულობის ინფორმაციას ადვილად აღქმადს ხდის და მომხმარებელს მონაცემების ურთიერთშედარებას
უადვილებს.
პროექტი
განხორციელდა
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს , აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
Internet.ge