მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 28 ოქტომბრისთვის
23:19 27.10.2012
|
დღის სიახლეები
|
გეომაგნიტური დღეა. მეტი დრო დაუთმეთ ხელოვნებას, ბუნებასა და ვარჯიშს. მაღალია გაუგებრობებისა და ტყუილების ალბათობა. სიყვარულისა და ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა გადაინაცვლებს სასწორის ზოდიაქოში, რაც ადამიანებში გააძლიერებს სილამაზის აღქმის უნარს, ესთეტიკის, არტისტიზმის, ელეგანტურობის, დისციპლინის, პლატონური სიყვარულის მოთხოვნილებას. მარსისა და იუპიტერის ენერგიათა დაპირისპირება გამოიწვევს მოქმედებებისა და ცხოვრებისეული გარემოებების დაპირისპირებას, ხასიათში გააძლიერებს ეგოიზმს, სულსწრაფობას, კამათისადმი მიდრეკილებას, აგრესიას. ნებისმიერი ფორმით შეზღუდვა გამაღიზიანებლად იმოქმედებს. მოერიდეთ საფინანსო ოპერაციებს, კაპიტალდაბანდებებს, სტომატოლოგიურ პროცედურებს, თმის შეჭრას, წესების დარღვევას. მინერალებიდან სასიკეთოა: ლალი, იაგუნდი, წითელი ტურმალინი, წითელი იასპი, სერდოლიკი. ფერებიდან დადებითია: წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი, ლურჯი. კონკრეტული სიზმრები შემდგომ ახდება. ჯანმრთელობის თვალსაზრისით შესუსტებულია სისხლძარღვები, თავი, ცხვირი, ყურები და კბილები. დღე დადებითია ვერძისა და ტყუპებისათვის. უარყოფითია ქალწულის, მორიელის, თხის რქისა და თევზებისათვის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|