მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 29 ოქტომბრისთვის
22:11 28.10.2012
|
დღის სიახლეები
|
გეომაგნიტური დღეა. დღეს სავსემთვარეობაა – მოჭარბებული კოსმიური ენერგიების დღე. ეს მეტად განაპირობებს ადამიანთა აგრესიულობას, დეპრესიულობას, კონფლიქტურობას, ტრავმებს, ავარიებს, დანაკარგებს, შეცდომებს, ცდუნებებს, ჯანმრთელობის გაუარესებას და ა.შ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და კამათს, აკონტროლეთ ემოციები და გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე.
მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, დაიცავით სიმშვიდე, გადალახეთ უკმაყოფილების გრძნობა. გონების მმართველი პლანეტა მერკური გადაინაცვლებს მშვილდოსნის ზოდიაქოში, რაც გამოიწვევს მოვლენების მიმართ ფილოსოფიურ მიდგომას, გააძლიერებს გონებამახვილობას, იუმორის გრძნობას, ოპტიმიზმს, სულსწრაფობასა და სარკასტულობას. მოიმატებს ფანტაზიის უნარი, არაობიექტურობა და ემოციურობა. კარგია ლოცვა, მარხვა.
მინერალებიდან სასიკეთოა: აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ნეფრიტი, ლაბრადორი.
ფერებიდან დადებითია: მწვანე, ლიმონისფერი, ყავისფერი, ლურჯი, ცისფერი.
კარგი სიზმრები ახდება. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. აკონტროლეთ საფულე. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება თავი, მხედველობა, ყურები, თვალები, ცხვირი, სისხლძარღვები.
დღე დადებითია კუროსა და მორიელისათვის. უარყოფითია – ლომის, მშვილდოსნისა და მერწყულისათვის.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|