GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მაგდა ანიკაშვილი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობის გაზრდას ითხოვს
12:51 18.04.2012
დღის სიახლეები

„ქრისტიან–დემოკრატები“ დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობისა და ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქციის წევრმა, მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა,  საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში საგანგებოდ აღინიშნა, რომ ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი დედათა და  ბავშვთა ჯანმრთელობა უნდა იყოს.

მისი თქმით, შრომის კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომლის მიხედვით, დეკრეტული შვებულება 126 დღიდან 180–მდე უნდა გაიზარდოს.

რაც შეეხება დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას, ანიკაშვილის განცხადებით, კოდექსის მოქმედი რედაქციით, ეს თანხა 600 ლარია და ის  1000 ლარამდე უნდა გაიზარდოს.  

„მისმა უწმინდესობამ დეკრეტული შვებულების გახანგრძლივების საკითხზე გაამახვილა ყურადღება. სწორედ, ამიტომ ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაუყოვნებლივ დაიწყოს. უკვე სამი წელია, რაც ცვლილებების პროექტი დარეგისტრირებული გვაქვს, რომელიც დეკრეტული შვებულების გარდა, შრომითი ურთიერთობების სხვა მიმართულებების დარეგულირებასაც მოიცავს. ინიციატივას მსვლელობა დღემდე არ მიეცა. პროცედურას საპარლამენტო უმრავლესობა სრულიად შეგნებულად აფერხებს. ამ კანონპროექტის განხილვას  წამყვანი – იურიდიულ საკითხთა და ჯანდაცვის კომიტეტები აჭიანურებენ. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ შემთხვევაში, პოლიტიკური ნება არის გადამწყვეტი და არა პროცედურული საკითხი“,  – აცხადებს დეპუტატი.   

ანიკაშვილმა პატრიარქის ეპისტოლეში აღნიშნული სხვა საკითხების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ იმ მედიკამენტების ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს, რომელთა ანაზღაურებას სადაზღვევო პოლისები ითვალისწინებს.    

„ქრისტიან–დემოკრატები“ შრომის კოდექსში ცვლილებების საკითხზე,  საპარლამენტო უმრავლესობასთან აქტიური კონსულტაციების დაწყებას გეგმავენ.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სენსაცია - მეცნიერებმა საწვავი ჰაერისგან დაამზადეს1
ტიმოშენკოს ახალი კომპრომატი გაუვრცელეს (VIDEO)2
თეატრალური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სასწავლებლის რექტორის საკითხს განიხილავს3
ნიკოლიზ ჯანჯღავა პატიმრობიდან გათავისუფლდა4
თბილისობის ღონისძიებებს თბილისის მერი ესწრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X