GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიმართვა
15:47 30.10.2012
დღის სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამინისტროში დავების შემსწავლელი სპეციალური კომისია შეიქმნება.

ამასთან, როგორც დღეს გამოქვეყნებულ მიმართვაშია აღნიშნული, განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას და ისინი უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ გარემოში.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მისამართით უამრავი წერილი შემოდის პედაგოგების, ლექტორების, დირექტორებისა და განათლების სისტემაში მომუშავე იმ წარმომადგენლებისგან, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში სამსახურიდან არიან გათავისუფლებულნი. განმცხადებელთა უმრავლესობა მათი დათხოვნის საფუძვლად პოლიტიკურ შეხედულებას ასახელებს და სამუშაო ადგილზე აღდგენას ითხოვს.

მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ვთვლი, რომ იმ ავტორიტატულ სისტემაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფებოდა ყველა მხარე სისტემის მსხვერპლია. ჩვენი პოლიტიკა რადიკალურად განსხვავებულია და გვინდა, რომ მთელს საზოგადოებაში და განსაკუთრებით განათლების სფეროში აღარ მოხდეს პოლიტიკური ნიშნით დაყოფა. განათლების სისტემა უნდა ემსახურებოდეს მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებას, და ისინი უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ გარემოში.

ამ მდგომარეობიდან ყველაზე ეფექტურ გამოსავლად მიმაჩნია, რომ თითოეულმა თქვენგანმა არსებული შესაძლებლობის ფარგლებში, გამონახოთ ყველანაირი საშუალება, რათა შეძლოთ ერთმანეთში მორიგება და თავიდან დაიწყოთ თანამშრომლობა. ჩემი აზრით ეს იქნება საუკეთესო გზა არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.

მათ კი ვინც, უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას, მე ვთავაზობ მეორე საშუალებას, კერძოდ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უშუალოდ მინისტრის ბრძანებით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც არსებულ დავებს გაეცნობა და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს ჩემთან ერთად. ამ კომისიის მიზანია მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული დავის სასამართლო უწყებაში გადატანის რაოდენობა.

მე იმედი მაქვს გაგებით მოეკიდებით და გაითვალისწინებთ ჩემს რჩევას, და მალე დაუბრუნდებით თქვენს საქმიანობას. პროფესიონალი პედაგოგები ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი საზოგადეობისთვის და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ უნდა მოახმაროთ და გადასცეთ თქვენი ცოდნა ჩვენს მომავალ თაობას“,- აღნიშნულია  გიორგი მარგველაშვილის მიმართვაში, რომელიც სამინისტროს ოფიცუალურ გვერდზე განთავსდა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა1
საბერძნეთში დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდებს შორის ქართველი კრიმინალებიც არიან2
გუბაზ სანიკიძე არჩევნების შემდეგ ‘’ქართული ოცნების" წევრებს აღარ უნახავთ (VIDEO)3
"ბერას ოფიციალური გვერდის ადმინისტრაცია" სამართალდამცავებს ფეისბუქით მიმართავს4
საქართველოს პატრიარქი თბილისს აკურთხებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X