ჯანდაცვის მინისტრის დავით
სერგეენკოს განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა დაწესებულებაში შეჭრილი მოქალაქეების პრობლემების გადაჭრის სამოქმედო გეგმა
დაამტკიცა.
როგორც
მთავრობის სხდომის შემდეგ მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული გეგმის განხორციელება
უკვე დაწყებულია.
გეგმა სხვადასხვა დაწესებულებაში შეჭრილი ყველა სოციალურად დაუცველი ადამიანის აღწერას და მათ მიერ
სპეციალური კითხვარის შევსებას ითვალისწინებს.
მინისტრის ინფორმაციით, სხვადასხვა ობიექტზე შეჭრილი ადამიანების რაოდენობა 1 660 შეადგენს.
„ყველა
მათგანთან სოციალური აგენტები მივლენ. მოახდენენ მათ აღწერას და კითვხარების შევსებას. ჩვენი გათვლებით, ამ სამუშაოების დასრულებას მიმდინარე კალენდარული კვირის
ბოლოს შევძლებთ. ამის
შემდეგ კი, 4-5 დღე დაგვჭირდება მონაცემების დამუშავებისთვის და უკვე
ვფიქრობთ, რომ მომავალი კვირის მეორე ნაწილისთვის შეგვიძლია ყველაზე გაჭირვებული ოჯახების ბინის ქირით
უზრუნველყოფა. მათი ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება დავიწყოთ და ასევე უახლოეს მომავალში უზრუნველვყოთ მათი
დასაქმება, ვისაც შრომის
უნარი შესწევთ“,- განაცხადა
მინისტრმა.
Internet.ge