სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში პროგრამა - ,,უნივერსალური ოფიცერი’’ დაიწყო
13:03 26.03.2012
|
დღის სიახლეები
|
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში დაიწყო გრძლევადიანი სასწავლო პროგრამა - „უნივერსალური ოფიცერი“. სასწავლო პროგრამა, რომელიც ევროპაში არსებულ მსგავსი ტიპის სწავლებას ეფუძნება, უნიკალურ საშუალებას აძლევს მონაწილეებს, მიიღონ ცოდნა სასჯელაღსრულების სისტემის ყველა მიმართულებით. სწავლება სამი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპი მოიცავს თეორიულ ნაწილს, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში ჩატარდება და პრაქტიკას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც მოხდება შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკულად განხორციელება და შეფასება. თეორული სწავლების გარდა, ტრენინგის მონაწილეები, სასწავლო ცენტრში ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებასაც გაივლიან. სასწავლო პროგრამის ბოლო ეტაპი 15 ივნისს, გამოცდით დასრულდება. Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|