კინწურაშვილი: შემაშფოთებელია, როდესაცა დაპირისპირების წახალისება მმართველი გუნდის მიერ ხდება
საქართველოს
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ თამარ კინწურაშვილმა, სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.
კინწურაშვილის
განცადებით,
რწმენისა და აღმსარებლობის უფლება არის ფუნდამენტური უფლება და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ის დაცული უნდა იყოს.
“შემაშფოთბელია, როდესაც ასეთი დაპირისპირების წახალისება ხდება პოლიტიკური კლასის და მით უფრო მმართველი გუნდის მიერ. იმედს გამოვთქვამთ, რომ კოალიციაში შემავალი სხვა პოლიტიკური ძალები შესაბამის შეფასებას მისცემენ მოვლენებს. სამართალდამცველები
კი, უზურუნველყოფენ,
რომ მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა. ასეთი დაპირისპირებები
ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის”,- განაცხადა კინწურაშვილმა.
Internet.ge