"არჩევნის თავისუფლებისთვის" ხელისუფლებისგან სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ინციდენტზე შესაბამისი რეაგირებას ითხოვს
17:35 06.11.2012
|
დღის სიახლეები
|
კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის" ხელისუფლებისგან სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ინციდენტზე შესაბამის რეაგირებას ითხოვს. კოალიცია იმედოვნებს, რომ ხელისუფლება აღნიშნულ ინციდენტზე რეაგირებას უახლოეს პერიოდში მოახდენს. „გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც მოსახლეობის ერთი ნაწილი არ აძლევს საშუალებას ჩვენს მუსლიმ თანამემამულეებს, თავისუფლად მისდიონ საკუთარ აღმსარებლობას და ხელს უშლიან მათ კანონიერი რელიგიური რიტუალების გამართვაში. ასეთ ფაქტებზე ხელისუფლების უმოქმედობამ, ან პირიქით -არსებული ან შესაძლო დაპირისპირებების გამომწვევი მიზეზების ღრმა ანალიზის გარეშე გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღებამ, შეიძლება ხელი შეუწყოს ქვეყნის მასშტაბით რელიგიური შუღლის გაღვივებას და უმართავი პროცესების წარმართვას - ნათქვამია განცხადებაში. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|