აზიის
განვითარების
ბანკი
(ADB) ქობულეთის
შემოვლითი
გზის მშენებლობას დააფინანსებს, პროექტისთვის, 140 მლნ აშშ დოლარი გამოიყო.
შესაბამის
ხელშეკრულებას
აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ქსიაო ჟაომ და საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრმა - დიმიტრი გვინდაძემ მოაწრეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილიც დაესწრო.
პროექტის
ფარგლებში
ADB-ის მხრიდან 119 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი უკვე გამოყოფილია. აღნიშნული გზის მშენებლობას კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს
საავტომობილო
გზების დეპარტამენტი უწევს.
აღნიშნულ
მონაკვეთზე
დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. აშენდება რკინიგზის გადამკვეთი ესტაკადა, სატრანსპორტო კვანძები და ხიდები, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, სანიაღვრე სისტემები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
ქობულეთის
შემოვლითი
გზა ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების სიახლოვეს იწყება, 20-მდე სოფელს გაივლის და მახინჯაურში დასრულდება. ქობულეთის 12,4 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობასთან ერთად, პროექტი ჩაქვი-მახინჯაურის გზის გაუმჯობესებასაც
ითვალისწინებს.
ამჟამად
პროექტზე
სამშენებლო
სამუშაოები
ინტენსიურად
მიმდინარეობს.
პროექტზე
პირდაპირ და ირიბად 1000-მდე ადამიანია დასაქმებული.
internet.ge