პოლიციამ დააკავა სატვირთო, რომელზეც რესტორნებში ხორცად გასანაწილებელი 500 კატა იპოვეს
სატვირთო მანქანა ავადმყოფი კატებით იყო დატვირთული. მათი რაოდენობა 500-ს აღემატებოდა. ცხოველები ჩინეთის რამდენიმე რესტორანში უნდა გადაენაწილებინათ, რათა მათგან ხორციანი კერძები დაემზადებინათ, თუმცა მძღოლი ჯერჯერობით არ ამბობს, რომელ რესტორნებს ამარაგებდა კატის ხორცით.
ჩინეთში სამი ბაზარი ფუნქციონირებს, სადაც, როგორც ამბობენ ფრინველის ხორცით ვაჭრობენ, თუმცა უკვე ცნობილი ფაქტია, რომ ეს არა ფრინველის, არამედ კატებისა და ძაღლების ხორცია.
დაავადებული კატების აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პოლიცია ასევე სწავლობს, უკვე მიიღო თუ არა რომელიმე რესტორანმა და გამოიყენა თუ არა ავადმყოფი ცხოველების ხორცი საკვებად.
Internet.ge