დღეს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ბაისუბანში მდებარე ეკლესიაში, ღვთისმშობლის ხატიდან სინჯები აიღეს.
როგორც ადგილზე მისულმა წარმომადგენლებმა განმარტეს, სპეციალისტებმა უნდა გაარკვიონ, ხატს ნამდვილად სისხლი სდის თუ არა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ლაგოდეხის რაიონის
საკრებულოს წევრმა, ვახტანგ დევიძემ განუცხადა, ექსპერტიზის პასუხები რამდენიმე
დღეში გახდება ცნობილი.
საპატრიარქოს წარმომადგენელთა განცხადებით,
ნაადრევად რთულია იმის თქმა, არის თუ არა ღვთისმშობლის ხატზე გადმოსული სითხე
სისხლი, თუმცა მისი შეფერილობა იძლევა ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ ეს სითხე
სისხლია.
internet.ge