მექსიკურმა ტელეკომპანიამ მფრინავი თეფშის ვულკანში ვარდნის კადრები გადაიღო (VIDEO)
მექსიკურმა ტელეკომპანიამ გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ შთანთქავს ვულკანი „პოპოკატეპელი“ გიგანტური სიგარეტის ფორმის ამოუცნობ ობიექტს.
სპეციალისტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ეს სწორედაც მფრინავი თეფში იყო, თუმცა მათი მეორე ნაწილი ამას ბოლო პერიოდში გახშირებულ მისტიფიკაციის პროცესს უკავშირებს.
თუმცა არსებობს უტყუარად მიჩნეული ექსპერტთა დასკვნა, რომ ამ ადგილებში ორმა ადამიანმა მართლაც ნახა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი.
რა ჩამოვარდა მოქმედი ვულკანის თავზე ძნელი სათქმელია. პოპოკატეპელიდან ახლაც კვამლი ამოდის.
Internet.ge