თბილისში,
დიღმის მასივის მესამე კვარტალის მესამე კორპუსში ხანძარი იყო.
როგორც
თვითმხილველები ამბობდნენ, ხანძარი გაზის გამათბობლის გაუმართაობამ გამოიწვია.
ბინაში,
სადაც ხანძარი გაჩნდა, მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც მეზობლებმა გამოიყვანეს.
ადგილზე
მივიდნენ მეხანძრეები, რომლებმაც ხანძრის ჩაქრობა მალევე მოახერხეს.