გვარამია: ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არც ერთი დღით არ დაგვიგვიანია ხელფასის გაცემა
ტელეკომპანია ”რუსთავი 2-ის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა
გვარამიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა.
”წელიწადნახევარია რაც ”რუსთავი 2-ის” და ”ტვ საქართველოს” ქონებას ადევს ყადაღა. შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას მივმართოთ ბანკებს ოვერდრაფტისთვის ან სესხისთვის.
ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არც ერთი დღით არ დაგვიგვიანია ხელფასის გაცემა, სამწუხაროდ, ვაგვიანებთ ვალდებულების გაცემას კრედიტორების წინაშე, სამწუხაროდ, უკვე ვაგვიანებთ საგადასახადო ვალდებულების აღსრულებას. უკვე ერთი თვეა ხაზინაში ვერ მოვახერხეთ ვალდებულების ჩარიცხვა.
დღეს უკვე მივედით იმ მდგომარეობამდე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შიდა ვალდებულებების გასტუმრება, მაგრამ გვაქვს პრობლემა გარე ვალდებულებების გასტუმრების. აუცილებლად დავდგებით იმ მომენტში როდესაც შექვექმნება შიდა ვალდებულებების შესრულების პრობლემა.
ამიტომ მივმართავ საქართველოს და სასამართლო ხელისუფლებას, დაანებეთ ”რუსთავი 2-ს” თავი - განაცხადა
გვარამიამ.