ნარმანია: დაზიანებულმა, დაავადებულმა ხეებმა შემდგომ სხვა ჯანსაღი ხეები არ დააზიანოს
დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ IDFI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა:
„2016 წელს ჩვენ ვახორციელებდით სანიტარულ ჭრებს, რომლის ფარგლებშიც ჯერ ხდებოდა ხეების მდგომარეობის შეფასება, მათი ნუმერაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ხდებოდა ხეების მოჭრა.
ეს არის ძირითადი ფაქტორი, რამაც გამოიწვია აბსოლუტურ მაჩვენებლებში ციფრების ზრდა, თუმცა სანიტარული ჭრები არის აუცილებელი იმისთვის, რომ დაზიანებულმა, დაავადებულმა ხეებმა შემდგომ სხვა ჯანსაღი ხეები არ დააზიანოს“, - განაცხადა
მერმა.
IDFI-ის ინფორმაციით, 2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. IDFI-ის მიერ დამუშავებული დოკუმენტაციის მიხედვით, 2013 წლიდან 2016 წლის 16 აგვისტომდე სულ გაიცა 583 ნებართვა 3,552 ხის მოჭრაზე, საიდანაც დაავადებული იყო 827 ხე.