„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს
„ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის“ პრესკონფერენციაზე ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა განაცხადა რომ ქუთაისში, სასულიერო პირის სახლის ჩხრეკისას, მარიხუანა ამოიღეს.
სასულიერო პირი, დიაკვანი მამა გიორგი (ჯახუა), რომელიც ქუთაისში ცხოვრობს, მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მსახურობს. თემურ
ცამციშვილი ამბობს, რომ პოლიციელები სასულიერო პირს “დამცინავად მოეპყრნენ“.
პრესკონფერენციაზე თავად მამაოც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ კანაფს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო იყენებდა.
მისი თქმით, C ჰეპატიტით, დიაბეტითა და ავთვისებიანი სიმსივნითაა დაავადებული.
გიორგი ჯახუამ სამართალდამცველები უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ პოლიციელებმა ორ ძირ კანაფთან ერთად, ანტიკვარული ნივთი წაიღეს.
დიაკვნის უფლებებს „გირჩის“ იურისტი დაიცავს.