გერმანიაში ქალაქ
ლაიფციგში საქართველოს მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
მას მრავალჯერადი ტყვია აქვს მოხვედრილი, მათ შორის
თავშიც.
იგი ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოშია გადაყვანილი და
მისი მდგომარეობა მძიმეა.
მეგობრების თქმით, მათ არ აქვთ ინფორმაცია დაჭრილის ოჯახისა და ახლობლების შესახებ. ისინი დახმარებას
ითხოვენ.
მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საკონსულო გერმანიაში
დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.