GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
11:57 18.04.2019
დღის სიახლეები
ბზობა ერთ-ერთი მთავარი ქრისტიანული   დღესასწაულია. აღინიშნება  აღდგომის წინა კვირა დღეს. ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა.  მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარებაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს.  ბზის შესახებ გამოცდილების გაზიარებისთვის  ჰიპერმარკეტების ქსელის  „გორგიას“ ფლორიტს დავით ჩანგიანს ვეწვიეთ.„“გორგიაში“ მცენარეების ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს, როგორც გარე, ასევე შიდა პერიმეტრისთვის. ასევე გვაქვს ყველა საჭირო აქსესუარი, რაც მათი მოვლისთვისაა საჭირო. ბზობის დღესასწაულის მოახლოვებასთან ერთად  იზრდება ინტერესი ბზასთან დაკავშირებით-განაცხადა დავითმა ინტერვიუს დროს.                 
              
ბზა წარმოადგენს მარადმწვანე , ყინვაგამძლე, ყვავილოვან დაბალ ბუჩქს  ან ხეს, რომელსაც 70-მდე სახეობა აქვს.  ყველაზე გავრცელებული სახეობაა კავკასიური ბზა. მცენარე იზრდება 2 დან 12 მეტრამდე, რაც დამოკიდებულია ბზის სახეობაზე. მისი მოვლა საკმაოდ მარტივია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ცოდნას. ბზა ხარობს ნებისმიერ ტემპერატურასა და სინესტეში.  ის თავს კარგად გრძნობს ღია სივრცეში, კარგად ეგუება მზეს. მას უყვარს დიდი რაოდენობის წყალი, თუმცა სიმშრალესაც კარგად ძლებს.

ბზა, მისი ნელა ზრდადობის გამო, ადვილად ექვემდებარება კრეჭვას,  მარტივად შესაძლებელია მიეცეს ნებისმიერი ფორმა, რის გამოც  მისი გამოყენება საკმაოდ გავრცელებულია ლანდშაფტის დიზაინში. ბზის გაკრეჭვისთვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული, რადგან ახალი ამოსული ღეროები უფრო მარტივად იღებს ნებისმიერ ფორმას.
მისი გადარგვა და დარგვა შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, თუმცა ყველაზე სასურველი პერიოდი შემოდგომაა. გადარგვისას ძირითადად მოღრუბლული ამინდი ირჩევა. ნიადაგი უნდა იყოს გასუფთავებული სამშენებლო მასალების ნარჩენებისგან და ყვითელი ქვიშისგან. ბზის მცირე ბუჩქს სააღდგომოდ „გორგიაში“ მხოლოდ 3 ლარად და 99 თეთრად შეიძენთ. 

როგორც „გორგიას“ ფლორისტმა გვითხრა, ბზის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მის ფოთლებსა და ძირს. ჯანსაღი ბზის ბუჩქი სავსე და მკვეთრი მწვანეა. მოყვითალო, ან გახუნებული ფოთლები,  მწერები მის არასიჯანსაღეზე მეტყველებს. ამ დროს მცენარის გადასარჩენად აუცილებელია მისი შეწამვლა. „ დეტალური ინფორმაციისათვის მიყევით ბმულს. 

 საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში ბზას სამკურნალოდ იყენებდნენ. ბზის ფოთლებისგან დამზადებული ნაყენი გამოიყენებოდა ხველების, ცხელების, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და მალარიის დროს. დღევანდელ დღეს ჰომეოპათიურ მედიცინაში ბზა წარმატებით გამოიყენება რევმატიზმის სამკურნალოდ. თუმცა აუცილებელია სიფრთხილე, რადგან ბზის ზოგირთი სახეობა შხამიანია და ამიტომ მას თანამედროვე მედიცინაში არ გამოიყენებენ. 
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საიას დაცვის ცენტრი "ინფო 9“-ს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ეხმაურება1
"ნაციონალური მოძრაობის" ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა2
ვეფხვაძე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან დაკავშირებით, კანონდმებლობის შეცვლას ითხოვს3
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები4
ვასილ ჭყოიძეს დღეს დაკრძალავენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X