19
აპრილს, რუსთავში, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი
მოადგილე დავით საყვარელიძე ადგილობრივ
მოსახლეობას შეხვდა. საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს ის
პროკურატურის ახალ პროექტებზე ესაუბრა. მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ შეკრებილებს ნარკოტიკული დანაშაულის კვლევის 2011 წლის შედეგებიც გააცნო,
რომლის თანახმადაც გასულ წელს ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ნარკოდანაშაულის რაოდენობა, ასევე შავ ბაზარზე ე.წ. „მძიმე ნარკოტიკული
საშუალებების" უკანონო ბრუნვა.
დავით საყვარელიძემ დამსწრეთა ყურადღება
გაამახვილა ანტინარკოტიკული კამპანიის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს პროკურატურამ
21 თებერვალს დაიწყო. მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, კამპანიის
წარმატების საწინდარი მასში საზოგადოების ჩართულობაა, რადგან ნარკომანიის
წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა სახელმწიფო უწყებების აქტივობას,
არამედ ამ დანაშაულისადმი საზოგადოების, საქართველოს თითოეული მოქალაქის დამოკიდებულებას
ეკისრება.
დავით
საყვარელიძემ რუსთავის იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის კოდექსის
ლიბერალიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის
პრიორიტეტი სასჯელის ალტერნატიულ საშუალებებზე ორიენტირებული პროექტების
განხორციელებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ეს პროგრამები არასრულწლოვანთა
დანაშაულთან მიმართებაში ხდება. მან შეხვედრის მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროსა
და მთავარი პროკურატურის პროექტები: „ჩემი უფროსი მეგობარი“, „არასრულწლოვანთა
განრიდება და მედიაცია“, „ჩვენი საზოგადოება“, „ლიდერთა სახლი“ გააცნო.
საქართველოს პროკურატურა, სხვადასხვა რაეგიონის წარმომადგენლების ინფორმირებას
უწყებაში მიმდინარე პროექტების შესახებ, მომავლშიც გააგრძელებს.
internet.ge